ალეკო ელისაშვილის სკანდალური ბრალდებები მმართველი გუნდის მისამართით

ცნობილი ხდება ის შესაძლო საქმე, რომელზეც ალეკო ელისაშვილი მმართველი გუნდის წევრებს სკანდალურ ბრალდებებს უყენებს. საუბარია 2010 წელს წყალტუბოში გაშიფრულ ნარკოტრანზიტის სქემაზე, რის გამოც ხუთი პირი სასჯელს ამ დრომდე იხდის. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გვარებს დღესაც არ ასახელებს, თუმცა, ერთ-ერთი გამოცემის ცნობით, საკრებულოს დეპუტატის ბრალდებების ადრესატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია არიან. კობახიძე გახმაურებული საქმის ფიგურანტების შეწყალების მიზნით ელისაშვილზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ ძიების დროს გამოვლენილი დარღვევების გამო შეწყალების კომისიას მსჯავრდებულთა საქმის განხილვა სთხოვა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს, პარალელურად გამოძიებას აგრძელებს პროკურატურა, სადაც დღეს ელისაშვილი მეორედ დაიბარეს.

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *