ბესელიას ბრალდება ელისაშვილის მიმართ და საკრებულოს დეპუტატის პასუხი

ე.წ. შეწყალების საქმე ამჯერად ეკა ბესელიას ახალი ბრალდებით გრძელდება. მმართველი გუნდის წევრი პროკურატურას ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მასალებს უგზავნის. მათ შორისაა ერთ-ერთი პატიმრის წერილი, სადაც, დეპუტატის მტკიცებით, მსჯავრდებული შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს 50 000 ლარის მოთხოვნაში ადანაშაულებს. თვეების წინ ელისაშვილის მიერ ქრთამის აღებაში დადანაშაულებულ ბესელიას ბრალდებას ადრესატი სარჩელით უპასუხებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სკანდალური განცხადების შემდეგ, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი მმართველ კოალიციასაც მიმართავს.

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *