თინა ბოკუჩავა: ბესელიასა და კობახიძეს შორის დაპირისპირება სრული ილუზიაა

“მაგრამ დარმწუნებული ვარ, არცერთი საღად მოაზროვნე და ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამას არ დაიჯერებს, გარდა მის მიერ მართული პოლიტიკოსებისა, რომლებსაც ის იყენებს ამ რაღაც ილუზიის შესაქმნელად. შეიძლება თავად კობახიძეს და ბესელიას სჯერათ, რომ რაღაც ურთიერთდაპირისპირებაში არიან ერთმანეთთან, მაგრამ მათაც იყენებს ივანიშვილი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მიიღოს ის შედეგი, რაც მას სჭირდება – ეს არის მორჩილი სასამართლო, სადაც არის მის მიერ კონტროლირებადი კლანები და არა დამოუკიდებელი, ღირსეული ადამიანები, ასევე ადამიანები, რომლებიც კანონით ხელმძღვანელობენ და არა მისი პოლიტიკური ინტერესებით”, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ “აიპრესთან” საუბრისას.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს შექმნას ილუზიები შიდა დაპირისპირების შესახებ.

“ადამიანი, რომელიც მაღალი რეპუტაციის მატარებელია, რომელსაც სწორი, დასაბუთებული და მართლმსაჯულების ინტერესიდან მიღებული გადაწყვეტილებები აქვს, მისი გაკონტროლება ძალიან რთულია, შესაბამისად მას სჭირდება ყველა ჩამონათვალის საპირისპირო ადამიანი, რომელსაც აქვს შებღალული რეპუტაცია, რომელზეც არსებობს სხვადასხვა ტიპის კომპრომატები. შესაბამისად ივანიშვილს ერთი ხელის მოსმით შეუძლია ისინი ძალიან მარტივად, არასასურველ მდგომარეობაში აღმოაჩინოს, აქედან გამომდინარე აკონტროლოს ისინი ძალიან ეფექტურად.

ბესელიას მიმართ უკვე დიდი ხანია კითხვის ნიშნები არსებობს, დაწყებული ე.წ. პოლიტპატიმრების სიით, რომელიც მან პარლამენტში შემოიტანა და კონსტიტუციის დარღვევით, ფეხქვეშ გათელვით პარლამენტს მიაღებინა გადაწყვეტილება, რასაც რეალურად უნდა იღებდეს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა ერთპიროვნულად ბესელიამ 2012 წელს.

ეკა ბესელიას საქმიანობა, რომელსაც გარკვეული ფინანსური სარგებელი მოაქვს პირადად მისთვის, ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს.. ეს საზოგადოებამაც ძალიან კარგად იცის და ივანიშვილმაც”, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

დეპუტატი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰყავს ხალხი, რათა თავისი გუნდის წევრები აკონტროლოს, მათ შორის ეკა ბესელია.

“ბესელია იქნება ეს, გედევან ფოფხაძე, თუ გია ვოლსკი სამომავლოდ, ან ირაკლი სესიაშვილი, რომელიც შიდადაპირისპირებაში შევა სხვა ფიგურებთან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი მოცემულობა დარჩება ისევ იგივე –  რომ ივანიშვილი მარიონეტებივით იყენებს სხვადასხვა ფიგურებს, იმისთვის, რომ მართოს ქვეყანა, გამდიდრდეს თვითონ და არა განვითარდეს და სიტუაციიდან გამოვიდეს ჩვენი ქვეყანა და მოქალაქეები, რომლებიც საჭმელს და მედიკამენტებს ვერ ყიდულობენ, ყველა ინსტიტუცია, დაწყებული სასამართლოდან, დამთავრებული პარლამენტით, მართოს პირადად მან. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და ამაზეა აგებული მერე ყველა დანარჩენი რგოლი, იქნება ეს სასამართლო, პროკურატურა, შსს, პარლამენტი…”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ “აიპრესთან”.

ავტორი: თაკო პაატაშვილი

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *