საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კიდევ 8 მოსამართლე განამწესა უვადოდ

არასამთავრობო სექტორში, საქართველოს პარლამენტში, “ქართული ოცნების” თუ მთლიანად პოლიტიკურ სპექტრში, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, არსებული ვნებათაღელვის პარალელურად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ჩატარებული კენჭისყრის შესაბამისად, სასამართლო სისტემაში კიდევ 8 მოსამართლე განმწესდა უვადოდ. კენჭისყრა ჩატარდა იმ მოსამართლეებთან მიმართებაში, რომლებმაც “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 79 მე-4 მუხლის საფუძველზე მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეფასების პროცედურების შეწყვეტისა და უვადოდ გამწესების თაობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ 8 მოსამართლიდან მხოლოდ ერთმა, ეკა არეშიძემ მიიღო იუსტიციის საბჭოს 14-ვე წევრის თანხმობა და იგი უვადოდ განმწესდა თბილისის საქალაქოს სასამართლოში.

სხვა მოსამართლეების მიმართ დაფიქსირდა შემდეგი გადაწყვეტილებები:

– ახალციხის რაიონულ სასამართლოში უვადოდ განმწესდა გია ბერაია (12 – მომხრე, 2 – წინააღმდეგი);

– ბათუმის საქალაქო სამოქალაქოში უვადოდ განმწესდნენ ინდირა მაშანეიშვილი (12 – მომხრე, 2 – წინააღმდეგი) და სალიხ შაინიძე (12 – მომხრე, 2 – წინააღმდეგი);

– ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში უვადოდ განმწესდა ნატრული აკობია (12 – მომხრე, 2 – წინააღმდეგი);

– თბილისის საქალაქო სასამართლოში უვადოდ განმწესდნენ მერაბ ჯორბენაძე (13 – მომხრე, 1 – წინააღმდეგი) და ნატო ხუჯაძე (12 – მომხრე, 2 – წინააღმდეგი);

– ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უვადოდ განმწესდა ლერი თედორაძე (13 – მომხრე, 1 – წინააღმდეგი).

წყარო: საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “პარალელი”

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *