უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, რომელიც ბიულეტენების 43,17%-ის მონაცემებს ეფუძნება, ხმების 30,18%-ით პირველ ადგილზეა შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი.

უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს ხმების 16,68% აქვს.

წინასწარი მონაცემებით, პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იულია ტიმოშენკოს ხმა მისცა 13,11%-მა.

უკრაინის პრეზიდენტად სულ კენჭს იყრიდა 39 კანდიდატი.

პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტი.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 63,52%.

https://www.radiotavisupleba.ge

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *