ქართველი კანონიერი ქურდები კიევში, ავაკოვის დავალებით ციხეებში იულია ტიმოშენკოს ლობირებენ

ქართველი კანონიერი ქურდები, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთ კანდიდატს, იულია ტიმოშენკოს ლობირებენ. ფაქტის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, 2019 წლის მარტის დასაწყისში, ხერსონის წინასწარი დაკავების იზოლატორის ე.წ. „მაყურებელი“ – ვახტანგ გივის ძე ადამაშვილი, (დაბადებული 03.04.1992წ) ანონიმურ წყაროს გადასცემს კანონიერი ქურდის, „შარიკის“ (შერემეტა ვ.ა.)-სგან მოწოდებულ ინფორმაციას და მოითხოვს, რომ მოხდეს საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართული ერთ-ერთი კანდიდატის, იულია ტიმოშენკოს მხარდაჭერა. მისივე განკარგულებითა და მოთხოვნით, ადამიანების კონკრეტულმა კონტინგენტმა მხარი სწორედ იულიას უნდა დაუჭირონ. არსებული ინფორმაციით, მსგავსი შინაარსის შეტყობინება დიდი ალბათობით მიიღეს სხვა ე.წ „მაყურებლებმაც“.

ამავე წყაროს ცნობით, გამოვლინდა არაერთი ფაქტი, სადაც ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები ფიგურირებენ. მათ შორის არის ფარული შეხვედრა რესტორან „Купецкий двор“-ში (კიევი. მოსკოვის გზატკეცილი), რომელსაც ქართველი კანონიერი ქურდები „ხმელო“ და “კუცო“ დაესწრნენ. არსებული ინფორმაციით ისაუბრეს ე.წ. „ქურდული ობშიაკის“ შევსებისა და შემდგომში ან თანხის ლეგალიზაციაზე. შეხვედრაზევე იმყოფებოდნენ სხვა კრიმინალური ავტორიტეტებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ გარიგებებში აქტიურადაა ჩართული და მონაწილეობს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი. როგორც ცნობილი ხდება, სწორედ მასთან შეთანხმებით გაიცემა კონკრეტული დირექტივები.

2019 წლის 31 მარტს, უკრაინაში სპრეზიდენტო არჩევნები იმართება. იულია ტიმოშენკო კანდიდატებს შორის ერთ-ერთია. ქურდულ სამყაროსთან მისი კავშირის შესახებ, მანამდეც იყო ცნობილი. იულია ტიმოშენკოს სიძე, არტურ ჩეჩოტკინი არის კრიმინალური ავტრიტეტის „ლოხა ჩეჩოტკას“ ვაჟი. არტურ ჩეჩოტკინი, ასევე გახლავთ 46 პროცენტიანი წილის მფლობელი ’’Укрбудинвестба’’ – ში.

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *