შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით – საკრებულოს ყოფილი დეპუტატის სკანდალური ბრალდება პროკურატურას

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე დღეს ჩანიშნულ სხდომაზე სკანდალურ განცხადებას გააკეთებს.

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პროკურატურის წარმომადგენელს შატნაჟშიო ადანაშაულებს. დაცვის მხარე “ნიუპოსტთან” აცხადებს, რომ შანტაჟის ქვეშ იმყოფებიან ბრალდებილის ოჯახის წევრები.

ედიშერ ქარჩავს განცხადებით, პროკურატურა შანტაჟისა და ზეწოლის გზით, ზურაბ ნეფარიძე მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებს.

“ბატონი ზურაბი დღევანდელ პროცესზე ისაუბრებს ყველა გარემოებაზე და დეტალურად მოყვება იმ შანტაჟის შესახებ, რომელიც პროკურორის მხრიდან მოდიოდა. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო იქნა გადაღებული, რომელიც მტკიცებულკების სახით საქმეში დართული არ არის, მაგრამ დაუდეს თავად ნეფარიძეს, მის შვილს და რძალს. ასევე ეს კადრები აჩვენეს მოწმესაც. ამით აიძულებენ მათთვის სასურეველი ჩვენება მისცეს და კონკრეტული გარემოებები მიუთითოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებიან რომ მათ რეპუტაციას საფრთხე დაემუარება”- თქვა ადვოკატმა.
საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე ქრთამის აღების ბრალდებით აგვისტოში დააკავეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთ თანამშრომელს, დალი მამულაშვილს ყოველთვიურად ხელფასიდან 400 ლარს სძალავდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა.

პროკურორის განცხადებით, დანაშაულში ჩართული იყო დეპუტატის შვილი ზურაბ ნეფარიძეც, რომელიც პროკურატურამ მათთან თანამშრომლობის შემდეგ გაათავისუფლა.

ზურაბ ნეფარიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. „ქრთამის ამღები ამოწყდა და გადაშენდა, მე ვარ განტევების ვაცი“, – განაცხადა მან სასამართლოზე.

ცნობისთვის, ზურაბ ნეფარიძე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის იანვარში პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნებაში” მოხვდა და ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.
აღსანიშნავია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში ის თაღლითობისათვის დააკავეს.

წყარო

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *