როგორ იშოვა ივანიშვილმა მილიონები?

1996 წლის ბოლოს რუსეთმა და ანგოლამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ. ანგოლას ჰქონდა რუსეთის მილიარდობით დოლარის დავალიანება, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული გროვდებოდა. შეთანხმების მიხედვით, ანგოლას ჩამოეწერა დავალიანების 70% და დანარჩენი ნაწილი (1.5 მილიარდი დოლარი) იყო რესტრუქტურიზებული, რომელიც უნდა გადაეხადა შემდეგი 21 წლის განმავლობაში.

ვალის რესტრუქტურიზაციისა და ფინანსური მენეჯმენტისთვის სასწრაფოდ იქმნება ოფშორული კომპანია Abalone Investment Limited. ამ კომპანიის დამფუძნებლები ხდებიან რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებული არკადი გაიდამაკი – ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი, ფრანგი ბიზნესმენი პიერ ფალკონე და ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი რუსული ბანკი “Российский кредит”. სწორედ ივანიშვილის “Российский кредит”-ის გავლით უნდა მომხდარიყო ანგოლას ვალის დაბრუნება და ფულის ჩარიცხვა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე რუსულ ბანკში “Unicombank” ფინანსური აფიორის შედეგად, რუსეთმა მიიღო ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი, დანარჩენი დაილექა გაიდამაკის, ფალკონეს და ივანიშვილის ბანკის ჯიბეებში. საერთო ჯამში, სხვადასხვა ფინანსური მანიპულაციების შედეგად, რუსეთში არსებულ გაიდამაკთან და ივანიშვილთან აფილირებულ ბანკებმა და კომპანიებმა 380 მილიონი დოლარის მოგება ნახეს.

2000 წელს ფრანგულმა სასამართლომ დაადანაშაულა გაიდამაკი და ფალკონე ფულის გათეთრებაში და გამამტყუნებელი განაჩენიც გამოუტანეს რამდენიმე წლის მერე.

გიორგი ხაბურზანია

 

მასალა მომზადებულია მსოფლიო პრესის, სპეციალური საგამოძიებო კომიტეტების მოსმენების და მოხსენებების საფუძველზე.

წყაროები:
https://www.occrp.org/en/investigations/1934-russia-angola-debt-deal
https://imrussia.org/en/economy/535-angolagate-and-the-russian-debt-deal
https://www.scribd.com/document/168831975/The-Corrupt-Angolan-Russian-Debt-Deal-Full-Report
http://www.lefigaro.fr/actualite-france/2008/12/10/01016-20081210ARTFIG00525-angolagate-la-securisation-mediatique-de-sulitzer-.php
https://sites.google.com/site/rusmafiaeng117/persons/arkady-gaydamak-president-of-the-congress-of-jewish-religious-communities-and-organizations-of-russia-chairman-of-the-israeli-party-social-justice
https://www.occrp.org/en/panamapapers/georgia-ivanishvili-offshore/
https://sova.news/2016/10/25/10012/
http://www.lefigaro.fr/actualite-france/2009/02/11/01016-20090211ARTFIG00667-angolagate-prison-ferme-requise-contre-falcone-et-gaydamak-.php
http://plus.lefigaro.fr/tag/arcadi-gaydamak
http://ehorussia.com/new/node/8387

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *