“ანგოლაგეითი”: იარაღით ვაჭრობის სქემა, რომელშიც ჩართული იყო ივანიშვილი და მისი რუსული ბანკი

ბიძინა ივანიშვილის სახელი ფიგურირებს იარაღის ვაჭრობასთან დაკავშირებულ ხმამაღალ კორუფციულ სქემაში რომელიც “Angolagate”-ის სახელითაა ცნობილი.

1993 წლიდან რუსეთი აწვდიდა იარაღს ანგოლას მაშინდელ პრეზიდენტს ამბოხებულების დასამარცხებლად, ფრანგები ამაზე თვალს ხუჭავდნენ და სანაცლოდ ანგოლას ნავთობრესურსის გაკონტროლებას აგრძელებდნენ. გარიგებაში ჩართული იყვნენ, ასევე, პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანის შვილი ჯან კრისტოფი, შინაგან საქმეთა მინისტრი შარლ პასკუა, ასევე ბიზნესმენები – გაიდამაკი და ფალკონე. რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა რუსეთიდან უკანონოდ 790 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვა ანგოლასთვის.

სქემის მიხედვით, ანგოლას მთავრობის მიერ გადახდილი ფული ირიცხებოდა რამდენიმე ოფშორულ კომპანიაში, ამ კომპანიებიდან ფული “ირეცხებოდა” ივანიშვილის კუთვნილ ბანკში რუსეთში, საიდანაც ხდებოდა უკვე ფულის გამოტანა და იარაღს ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში ჩართული პირების ანგარიშებზე გადარიცხვა ან ქეშად გაცემა.

საქმეზე გამოძიება დაიწყო 2000-იან წლებში. საქმეში ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი და ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა მისი საქართველოში გადმობარგება და 2001 წლიდან ის ფაქტიურად აღარ ტოვებს საქართველოს.

საინტერესოა ივანიშვილის მიერ ფრანგული მოქალაქეობის მიღებაც! მოქალაქეობისთვის (და არა მხოლოდ ბინადრობის უფლებისთვის) საჭიროა წლობით ადგილზე ცხოვრება, ენის გამოცდის ჩაბარება და ა.შ. არცერთი ეს ეტაპი ივანიშვილს არ გაუვლია. საუბარია იმაზე, რომ იარაღის ვაჭრობის და ფულის გათეთრების სანაცვლოდ, მაშინდელმა შსს მინისტრმა პასკუამ ივანიშვილს “გაუხერხა” მოქალაქეობის მიღება 90-იან წლებში.

საქმის ყველა ფიგურანტი წარდგა ფრანგული სასამრთლოს წინაშე: გაიდამაკს და ფალკონეს მიესაჯათ 6 წელი ციხე და მილიონიანი ჯარიმები, სასჯელი მოიხადა ასევე პასკუამ, 2008 წელს მას მიესაჯა 1 წელი პატიმრობა და 2 წელი პირობითი სასჯელი. 2 წელი პირობითი სასჯელი და ჯარიმა მიესაჯა მიტერანის ვაჟს, ჯან კრისტოფ მიტერანსაც.

საგამოძიებო დოკუმენტებში, ისევე როგორც მედიაში, ამ საქმესთან დაკავშირებით ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული კომპანიები, თუმცა რუსეთში მას პასუხი არავინ მოთხოვა, რადგანაც კორუფციულ გარიგებაში ჩართული იყო მთელი მაშინდელი რუსული სამხედრო და პოლიტიკური ელიტა.

P.S. ასევე საინტერესოა, ხელშეუხებლობის სანაცვლოდ რა დავალებები მისცეს ივანიშვილის 2000-იან წლებში?

გიორგი ხაბურზანია

 

მასალა მომზადებულია მსოფლიო პრესის, სპეციალური საგამოძიებო კომიტეტების მოსმენების და მოხსენებების საფუძველზე.

წყაროები:
https://www.occrp.org/en/investigations/1934-russia-angola-debt-deal
https://imrussia.org/en/economy/535-angolagate-and-the-russian-debt-deal
https://www.scribd.com/document/168831975/The-Corrupt-Angolan-Russian-Debt-Deal-Full-Report
http://www.lefigaro.fr/actualite-france/2008/12/10/01016-20081210ARTFIG00525-angolagate-la-securisation-mediatique-de-sulitzer-.php
https://sites.google.com/site/rusmafiaeng117/persons/arkady-gaydamak-president-of-the-congress-of-jewish-religious-communities-and-organizations-of-russia-chairman-of-the-israeli-party-social-justice
https://www.occrp.org/en/panamapapers/georgia-ivanishvili-offshore/
https://sova.news/2016/10/25/10012/
http://www.lefigaro.fr/actualite-france/2009/02/11/01016-20090211ARTFIG00667-angolagate-prison-ferme-requise-contre-falcone-et-gaydamak-.php
http://plus.lefigaro.fr/tag/arcadi-gaydamak
http://ehorussia.com/new/node/8387

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *