დაპირისპირება გრძელდება – კობახიძის გაფრთხილება და ბესელიას პასუხი

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა, მიზეზად ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიას ასახელებს და ამბობს, რომ დასახელებული მოსამართლეების უვადო გამწესება მისთვის მიუღებელია.

ვინ დაიკავებს თავმჯდომარის სკამს, ამაზე კანონმდებლები საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებენ, დღეს კი კომიტეტმა პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩია, რომელიც ბესელიას მოვალეობას შეასრულებს.

თავად ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდის ახალ სახეებთან მისი დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდეს.  ამბობს, რომ მზად არის ყველა კითხვასა და ბრალდებას უპასუხოს. დეპუტატის თქმით, ის ცდილობს, ყველა გამონათქვამი და პასუხი კორექტული იყოს, თუმცა არც ერთი თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება, ყველაფრის მიუხედავად არ აპირებს ბიძინა ივანიშვილის წინააღლდეგ წავიდეს.

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავალ, რადგან მე მგონია, ეს არის პროცესი, რომელიც ყველაზე მეტად ჯანსაღია და სჭირდება გუნდს, ხელისუფლებას და საზოგადოებასაც,“-აცხადებს ეკა ბესელია.

ირაკლი კობახიძე კი ეკა ბესელიას  დავით ჭიჭინაძის ისტორიას ახსენებს და აცხადებს, რომ  გუნდის წინააღმდეგ წასვლას არავის ურჩევს.

„თქვენ გახსოვთ შარშან ამ დროსაც კონკრეტული დეპუტატები უშვებდნენ შეცდომებს და ამ შეცდომებს გაეცა შესაბამისი პასუხი, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობდით იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ერთიანობა და ერთადერთი დეპუტატი, რომელსაც მოუწია უმრავლესობის დატოვება, მოგეხსენებათ იყო ვინც. შესაბამისად აქაც სულისკვეთება იქნება იგივე. ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად ერთიანობა, თუმცა ყველას უნდა მოვუწოდოთ დაიცვან წესები. ჩვენ ვართ მაქსიმალურად პასუხისმგებელი წესების დაცვაზე.

მე პირადად როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თითოეულმა დეპუტატმა, განსაკუთრებით უმრავლესობაში დაიცვან წესები,“-განაცხადა კობახიძემ.

წყარო: http://www.gmtv.ge/52912-2/

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *