თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, ამის შესახებ ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მათს ოფიციალურ “ფეისბუკ” გვერდზე გავრცელდა.

“დღეს, თიბისი ბანკმა სარჩელი შეიტანა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თიბისი ბანკი აგრძელებს დავას და არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პოზიციას, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციებით თიბისი ბანკმა მოახდინა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა”,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება 2 თვის ვადაში მოითხოვა. ამასთან, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს სამეთვალყურეო საბჭოში ხელმოწერის უფლება შეუჩერა.

წყარო

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *