მიხეილ სააკაშვილი: “ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი შეფასებას აძლევს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესებს და ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აფიქსირებს კონკრეტულ პოზიციას როგორც მისი მოწინააღმდეგეების, ასევე თანამებრძოლების მიმართ:
“ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში…
დღეს ასე ასჯერ ახსენეს ჩემი სახელი სასამართლოსთან მიმართებაში და თითქმის არ ახსენეს ამ თოჯინების თეატრის დირექტორის სახელი.
რა კობახიძე, რა მურუსიძე, მდინარაძე და სხვა ბურატინოები, რა მალვინა ბესელია, კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი და თუ რომელიმე ჩემი თანამებრძოლი კომპლექსდება “9 წლით” მინდა მეათასედ გავიმეორო – ის იყო ყველაზე საამაყო 9 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში!
ის, ვინც მშვიდად უყურებს აღმშენებლობის 9 წლის ნგრევის და უბედურების წლებად გამოცხადებას, იმას მე პირადად, ჩემს თანამებრძოლად ვერ ჩავთვლი”.

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *