პაატა დავითაია: მე არ გამოვრიცხავ ხაზარაძის დაკავებას

“საქართველოს ევროპელი დემოკრატების” ლიდერი, პაატა დავითაია ეხმიანებათიბისი ბანკთან დაკავშირებულ მოვლენებს და მამუკა ხაზარაძის მიმართ შს მინისტრის მხრიდან გაგზავნილ მუქარის წერილს.

“ჩვენ დღეს მოვისმინეთ სისხლის სამართლის დანაშაულის შემცვლელი ოთხი მომენტი: შსს მინისტრის მიერ გამოგზავნილი მუქარის წერილი, თიბისი ბანკზე კიბერშეტევა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ქმედებები და ვალების ჩამოწერის მცდელობა. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მოვისმინოთ სახელმწიფოსაგან პასუხები და თუ ჩვენ ეს პასუხები ვერ მოვისმინეთ, მაშინ იბადება კითხვა – მართლა ხომ არ მოხდა ეს ყველაფერი? ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს სახელმწიფო სტრუქტურებს.

ხაზარაძემ ღიად მიანიშნა ივანიშვილის ჩართულობის თაობაზე. ასეთი ბრალდებების შემდგომ, და ეს თუ სიმართლეს შეესაბამება, უნდა დადგეს მთავრობის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო თუ ეს ტყუილია, მაშინ ხაზარაძის პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

საერთოდ, მე არ გამოვრიცხავ ხაზარაძის დაკავებასაც. რაზეც მან ისაუბრა ყველა ფაქტზე უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ თავი გადაირჩინოს, უნდა თქვას საიდან ხდებოდა კიბერშეტევა თიბისი ბანკზე, მით-უმეტეს ამის მტკიცებულებები ჰქონია, როგორც თავად აცხადებს. ღიად უნდა დაადანაშაულოს ბატონი ივანიშვილი ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით და ამის მტკიცებულებებიც უნდა წარმოადგინოს.

ასევე უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება თუ რას აიძულებდა მას საქართველოს ეროვნული ბანკი. თუ მან ამის მტკიცებულებები არ წარადგინა, ის თავს ვერ გადაირჩენს. მე ვეყრდნობი იმას, რასაც საუბრობს ხაზარაძე, მან კი უდავოდ სერიოზული ბრალდებები წაუყენა ხელისუფლებას” – განაცხადა პაატა დავითაიამ

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *