ალეკო ელისაშვილი სკანდალურ დოკუმენტს ასაჯაროვებს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი  მერიის შიდა აუდიტის დასკვნას ასაჯაროვებს,  რომლის მიხედვითაც, არქიტექტურის სამსახურის მიერ უკანონო მშენებლობის ნებართვის გაცემის გამო, ბიუჯეტს 402 000 ლარის ზარალი მიადგა:

„არქიტექტურის სამსახური იყო და რჩება კორუფციის ჭაობად, არქიტექტურის სამსახურთან  არსებული  ზონალური საბჭო არის ჩაწყობის,  ბანდიტიზმის და ქალაქის მტრობის ბუდე. პირდაპირ პროექტის ავტორები საკუთარ  განაშენიანების გეგმებს ამტკიცებენ და კბილებით გააქვთ. მითითებულია კიდეც, ვინ, როგორ და რანაირად. აქ წერია, რომ 402 000 ლარის ზარალი მიადგა თბილისის ბიუჯეტს შეგნებულად, რომ არასწორად მოხდა არქიტექტურის სამსახურის მიერ კოეფიციენტების არასწორად დათვლა. რომ შეგნებულად 10 სართულიანი კორპუსი გაასაღეს 6 სართულიან შენობად, ვითომ ოთხი  სართული მიწისქვეშა სადგომი იყო და სინამდვილეში ეს იყო ჩვეულებრივი  ფართი“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დოკუმენტი პროკურატურაში იგზავნება. დადგება თუ არა  ყოფილი მთავარი არქიტექტორის დიმიტრი მოსულიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, ჯერ უცნობია. აღსანიშნავია, რომ სულხან ცინცაძის 63 ნომერში დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივ მოსახლეობას სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი.

წყარო

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *