საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი “აიპრესთან” “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ზაზა ბიბილაშვილის ბრალდებებს პასუხობს. ელისაშვილი ამბობს, რომ მისი ზაზა ბიბილაშვილის ბრალდება თაღლითობასთან დაკავშირებით სიცურეა.

ბიბილაშვილი არის გარეწარი და ამბობს წარმოუდგენელ ტყუილს. არაფერი მსგავსი არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა. გასაგებია ნაციონალურ მოძრაობას აქვს თბილისში მთავარი ოპოციური ძალის დაკარგვის საფრთხე და კადრულობენ უკადრებელს. ეს მათი სტილია. ოთხშაბათს მოვიცლი და დეტალურად შევარცხვენ მაგ უსინდისო ადამიანს”,-აღნიშნავს ალეკო ელისაშვილი.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერი ზაზა ბიბილშვილი თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს თანხის მითვისებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ის ნინია კაკაბაძის “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული ერთ-ერთი პოსტის პასუხად წერს.

“ალეკო ელისაშვილი წვრილმანი თაღლითია. ყარაჩოღლის ტყავში გამოწყობილი კინტო. სხვისი ფული აქვს შეჭმული არაერთხელ, რასაც არაერთი მოწმე ყავს. და ეს კერძო სექტორში. ხელისუფლებაში რო იყოს, რას იზამს, ადვილი წარმოსადგენია” – წერს ზაზა ბიბლაშვილი.

ოპონენტების, მაგალითად ნინო ჯანგირაშვილის კითხვაზე, აქვს თუ არა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აშკარა ცილისწამებაა, ზაზა ბიბილაშვილი პასუხობს, რომ ფაქტის დადასტურება დოკუმენტებით შეუძლია:

“7000 დოლარი გამოიტანა პროკრედიტ ბანკიდან ჩემი და გიგა კობალაძის თავდებით, საერთო საქმისთვის. ფული შეჭამა. კრედიტი დავფარეთ ჩვენ.” – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

წყარო
10.07.2017 წ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here