აჭარის ტელევიზია დ რადიო საგანგაშო მდგომარეობაშია. ამის შესახებ კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთის“ ავრცელებს და ამბობს, რომ რეალური საფრთხე არსებობს, რადგან ახალმა არჩეულმა მრჩეველთა საბჭომ და მათ მიერ დანიშნულმა მენეჯმენტმა შესაძლოა საშტატო მდგომარეობა შეცვალოს და სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს თანამშრომლების გარკვეული ნაწილი.

„მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში განვითრებული პროცესები საგანგაშოა. 2019 წლის აპრილიდან დღემდე ყოველდღიურად მტკიცდება ეჭვები არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მცდელობის შესახებ. დღეს კი არსებობს რეალური საფრთხე ახალმა არჩეულმა მრჩეველთა საბჭომ და მათ მიერ დანიშნულმა მენეჯმენტმა შეცვალოს საშტატო ნუსხა და სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს თანამშრომელთა ნაწილი.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ პირდაპირი მცდელობა უკავშირდება სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. „მოვლენათა ქრონოლოგია, რომ დავაკავშიროთ მოახლოებულ არჩევნებს, რა თქმა უნდა ეს არის სრულად ველის მოსუფთავების მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, ერთი მხრივ მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა და მეორე მხრივ მენეჯმენტი შეთანხმებულად მოქმედებენ საიმისოდ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის მაუწყებელში, სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის თვალსაზრისით, მოაშორონ და მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა სრულად შეცვალონ. ეს არის ქართული ოცნების მიერ აჭარის ტელევიზიის მიტაცების საბოლოო თუ არა ბოლოს წინა ეტაპი მაინც.“ – მალხაზ ჭკადუა

ავტორი
ბეჟან ბერულავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here