„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პაატა ბურჭულაძეს დაბადების დღე მიულოცა. მან მილოცვის წერილში ხაზი გაუსვა პაატა ბურჭულაძის დამსახურებას, რომელიც საქართველოში მის ქველმოქმედებას განსაკუთრებულად აღწერს.
გიორგი ვაშაძის თქმით, პაატა ბურჭულაძის კულტურა და შემოქმედება საქართველოში კი არ უნდა იდევნებოდეს, არამედ განსაკუთრებულად აღინიშნებოდეს:

დღეს გამორჩეული ქართველის, ქველმოქმედის, ჩემი მეგობრის პაატა ბურჭულაძის დაბადების დღეა. მსურს, დიდი სიყვარულით და პატივისცემით მივულოცო მას იუბილე.

ბატონი პაატა არის ის ადამიანი, ვინც დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთ-ერთმა პირველმა წარმოაჩინა საქართველო და მისი კულტურა საერთაშორისო ასპარეზზე და ვთვლი, მისი დამსახურება და ქველმოქმედება საქართველოში კი არ უნდა იდევნებოდეს, არამედ განსაკუთრებულად უნდა აღინიშნებოდეს.

მქონდა შესაძლებლობა მასთან ერთად მებრძოლა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის და მჯერა, ამ ბრძოლაში ერთად გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია!” – აღნიშნულია მილოცვის წერილში.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here