ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმიანება სკოლებში არსებულ პრობლემებს და არასრულწლოვნებთან მიმართებაში სკოლის პასუხისმგებლობის საკითხს. სოფო კილაძეს აუცილებლად მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ დღე და ღამე იმუშავოს იმისთვის, რომ ის რეფორმები, რომლებიც აუცილებელია განათლების კუთხით, სრულფასოვნად განხორციელდეს:

განათლების სამინისტროს როლი ჩვენი ბავშვების პოლიტიკის კუთხით არის უმნიშვნელოვანესი.

ბოლო პერიოდის მოვლენებმა, ვფიქრობ, გვიჩვენა ერთი რამ, რომ ჩვენ გვაქვს 24 საათის განმავლობაში სამუშაო, დღე და ღამე იმისთვის, რომ ის მიმართულებები, ის რეფორმები, რომელიც აუცილებელი არის განათლების კუთხით დანერგვისთვის, ეს განვახორციელოთ,” – განაცხადა სოფო კილაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here