საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში, სადაც საუბარია, რომ საქართველოს განათლების სისტემამ და ამ პროფილით გადადგმულმა ნაბიჯებმა დადებითი შეფასება დაიმსახურა.
ანგარიში 2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვვეყნა და ეხება 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყველა პუნქტს.
სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების შეთანხმებას, რაც გამოიხატება Erasmus+-ის პროგრამაში საქართველოს აქტიური მონაწილეობით, ასევე გაცვლითი პროგრამებით ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა საერთაშორისო მობილობის თვალსაზრისით და 141 მონაწილე ქვეყანას შორის მე-6 ადგილს იკავებს.
განცხადებაში ასევე საუბარია მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით დანერგილ სიახლეებზე, რომელიც „ჰორიზონტი2020“-ის მხარდაჭერ პოლიტიკას ეხება, ასევე საქართველო ემზადება “Europalia”-ში მონაწილეობისათვის.
შეგახსენებთ, რომ ანგარიში რიგით მეოთხე დოკუმენტია, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების შემდეგ, რომელიც 2016 წელს შევიდა ძალაში.
ავტორი
თამთა ასლანიშვილი