ა.წ. 17 თებერვალს, „ახალი საქართველოს“ ინიციატივით და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში მასწავლებლებთან, მშობლებთან და განათლების სფეროს სხვა სპეციალისტებთან ერთად შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, მთავარი აქცენტი სამ ძირითად საკითხზე გაკეთდა, რომელთა გადაწყვეტაც უმნიშვნელოვანესია განათლების სისტემისთვის და დისკუსიაში ჩართულ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა.

„ახალი საქართველოს“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელის, ნანა ტოხვაძის თქმით, შეკრების მთავარი მიზანი განათლების სპეციალისტებთან და მასწავლებლებთან ერთად ახალი სამომავლო გეგმის გაწერა იყო:

სტრატეგია “აღმაშენებლის“ ფარგლებში, რასაკვირველია გავეცით დაპირება, რომ განათლების სფერო და მისი რეფორმირება უნდა ყოფილიყო ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით და ყველა ჩართულ მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გამოთქვას მოსაზრებები ჩვენს მიერ დასახულ სამ ძირითად გარდამტეხ ნაბიჯთან დაკავშირებით. ეს არის დეპოლიტიზაცია, დეცენტრალიზაცია და განათლების მოდერნიზება.

ამ საკითხებზე სამსჯელოდ დღეს, ჩვენ შევიკრიბეთ განათლების სპეციალისტებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან ერთად. მათ ჩართულობას უზრუნველვყოფთ იმიტომ, რომ გავიაზროთ, კარგად გავითვალისწინოთ და სამომავლო გეგმებში გავწეროთ მათი ხედვებიც. სხვაგვარად განათლების სწორი მიმართულების მიცემა ვერ მოხერხდება.

იმედს ვიტოვებთ, რომ მათთან ერთად შევძლებთ უკეთესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას და გრძელვადიან მიზნებზე გასვლას მომავალი თაობის საკეთილდღეოდ.

შეკრებას არ აქვს ერთჯერადი ხასიათი, თანამშრომლობა გაგრძელდება და “განათლების ქართული მოდელის” განხილვებში ჩართულობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიზრდება,“ – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here