თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის – გიგი უგულავას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გასამართლდა.

ჩვენ ვიცით თუ რა დანაშაულთან არის საქმე და ისიც არასწორი ინფორმაციაა თითქოს ორჯერ გასამართლდა ერთი და იგივე საქმეზე – ეს არ არის სწორი ინფორმაცია და არ მინდა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში.“ – განცხადა კალაძემ.

თბილისის მერი, ასევე აღნიშნავს, რომ გიგი უგულავას მხრიდან ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით არასწორი განმარტება გააკეთა და მისი მხრიდან ეს შეცდომა იყო.

ჩვენ ვიცით თუ რა დანაშაულთან არის საქმე და ისიც არასწორი ინფორმაციაა თითქოს ორჯერ გასამართლდა ერთი და იგივე საქმეზე – ეს არ არის სწორი ინფორმაცია და არ მინდა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. თქვენ იცით, რომ პროკურატურას ჰქონდა გასაჩივრებული, საქმე დახურული არ იყო და უზენაესმა სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც დღეს გახდა ცნობილი.

თუ დანაშაული აქ ჩადენილი, შესაბამისად მას უნდა მოჰყვეს რეაგირება და პოლიტიკოსის სტატუსი ვერ შეაჩერებს ამ ყველაფერს. მე მგონი, ამაზე ყველა ვთანხმდებით და არ უნდა მოვახდინოთ თემის პოლიოტიზირება, რასაც ცდილობს დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლები. კი, ეს ჩემი შეცდომა იყო. მე გავაკეთე არასწორი განმარტება.“ – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here