“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, სანდო წყარომ მას აცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, 21 მარტისთვის, მერაბიშვილის, ახალაიას ან უგულავას  მოწამვლას აპირებენ. ინაშვილის თქმით, ამით სააკაშვილს სურს ქვეყანაში სიტუაცია დაძაბოს, აღნიშნული ფაქტი ხელისუფლებას დააბრალოს და დასავლეთი იმაში დაარწმუნოს, რომ ქართულ ციხეებში განუკითხაობაა.

„მაქვს ინფორმაცია, რომ 21 მარტის ფარგლებში, 22 ან 23-ში პირადად სააკაშვილის დავალებით, არა ზოგადად  “ნაცმოძრაბის”, არამედ სააკაშვილის დავალებით აპირებენ მოწამლონ მერაბიშვილი, უგულავა ან ახალაია. არ ვიცი დეტალურად რომელი, მაგრამ ამ სამიდან ერთ-ერთს უპირებს.  მას გათვლა აქვს იმაზე, რომ ეს ყველაფერი დაბრალდება მერე ხელისუფლებას. ამ ინფორმაციას არ გავასაჯაროებდი, რომ არა სანდო წყარო”- აცხადებს ირმა ინაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა”.

07.03.2015 წ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here