საპარლამენტო უმრავლესობის წევრს კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. მიზეზი, ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად არჩევა გახდა, რის გამოც, მას პარლამენტის მანდატის დატოვება მოუწია.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ კარლო კოპალიანმა ამომრჩევლებსა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს მადლობა გადაუხადა.

მისი შემცვლელი ოფიციალურად ჯერ არ დასახელებულა, თუმცა, პარლამენტში მის ნაცვლად შესაძლოა ვალერი გელაშვილი შევიდეს.

კანცლერის არჩევნებში აკადემიური საბჭოს 35-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო კარლო კოპალიანს 34-მა დაუჭირა მხარი.

ბატონებო, მინდა ამ დარბაზში შევქმნა პრეცედენტი, როდესაც პარლამენტს გუნდის წევრი ტოვებს არა გაბრაზებული, არამედ მადლიერებით აღვსილი. მინდა ეს მომავალში მაგალითად იქცეს. მინდა, მადლობა ვუთხრა ცაგერის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს, რომელმაც 2008 წელს გამბედაობა გამოიჩინა და ხმა ოპოზიციონერ კანდიდატს მისცა. მე ამ 12 წლის განმავლობაში მათთვის არასდროს მიღალატია. მადლობა მედიას, მთავრობას, ძალიან მაგარ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მის კაბინეტს, მადლობა ჩემს კოლეგებს. მადლობა ბატონ ბიძინას, იმ ადამინს, ვინც ეს ყველაფერი შექმნა ჩვენ ირგვლივ. მადლობა კაცს, რომელმაც შეძლო და საქართველოში პირველად არჩევნების გზით შეცვალა მოძალადე ხელისუფლება. ადამიანს, რომელმაც თავის დროზე ერთ-ერთმა პირველმა დამიძახა და შანსი მომცა, იმ ხალხის გვერდით ვყოფილიყავი, ვინც „ქართული ოცნება“ დააფუძნა. მადლობა მას ამ შესაძლებლობისა და 7 წლისათვის, რომ მომეცა საშუალება ჩემი მოკრძალებული სიტყვა მეთქვა ქართულ პოლიტიკაში. მადლობა „ქართული ოცნებისა“ და ჩვენი ქვეყნის უპირობო ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, კახის, ირაკლის , დიტოს, ჩვენს პარტიულ ოფისს,” – განაცხადა კოპალიანმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here