„ანას ბაღში“ სასამართლოს გადაწყვეტილებით კორპუსის მშენებლობა დაუყოვნებლივ შეჩერდა. ამის შესახებ განცხადება ელისო კილაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი მარცხი განიცადა.

„ანას ბაღში სასამართლოს გადაწყვეტილებით, კორპუსის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს!
“ადვოკატ” მარიამ კუბლაშვილის „პროფესიონალიზმის” კიდევ ერთი მარცხი.
აღარ წყალობენ აშკარად ცაზე გამოსახული სიმბოლოები“ ! – განაცადა ელისო კილაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

აგრეთვე, სასამართლოს გადაწყვეტილებას საორგანიზაციო ჯგუფიც ეხმიანება. მათი თქმით, ეს არის დიდი გამარჯვება.

”ჩვენი სასარჩლო მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა და მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის დიდი გამარჯვება!”- განაცხადეს საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელში.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here