„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავას დაკავებამ ოპოზიციური პარტიების გეგმები სრულად შეცვალა. დიალოგისთვის განწყობილი ოპოზიცია, მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების გაგრძელების აზრს ვეღარ ხედავს.

პოლიტიკური პარტიები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას აპირებენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გიგი უგულავა, ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ არჩევნებში ოპოზიცია მიიღებს აბსოლუტურ უმრავლესობას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოპოზიცია მოსალოდნელ საპროტესტო აქციებსაც აანონსებს.

მოლაპარაკებები შეჩერებულია და ახალ სტრატეგიაზე გადავალთ. საბოლოო ჯამში, ამ სტრატეგიის ამოცანა იქნება, რომ შემდეგ არჩევნებში, იმ მოდელით, რომელიც დღეს გვაქვს, ხელისუფლება გავანადგუროთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ მოდელის მინუსი არის ის, რომ გამარჯვებული პარტია, იღებს აბსოლუტურ უმრავლესობას. ოპოზიცია იქნება გამარჯვებული პარტია და მიიღებს აბსოლუტურ უმრავლესობას. პარალელურად, ოპოზიცია გააგრძელებს როგორც პიეკეტებს, ასევე აქციებს, იქნება დიდი დემონტრაციაც და სხვა ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც აქამდე იყო დაგეგმილი“, – განაცხადა კაპანაძემ.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here