დიმიტრი ხუნდაძე, ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგი უგალავას შესაძლო დაკავებაზე საუბრობს. მისი თქმით, პოლიტიკა იმუნიტეტი არავისთვის არ არის, ოპოზიცია კი ყველა შესაძლო გამოძიებას, რომელიც ეხება პოლიტიკურ ფიგურას, პოლიტიკური დევნის საგნად აღიქვამს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ოპოზიცია ყველა შესაძლო გამოძიებას, რომელიც პოლიტიკურ ფიგურას ეხება, მიუხედავად იმისა, მას დანაშაული აქვს თუ არა, ისე უდგება და ფუთავს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკა არავისთვის არ არის იმუნიტეტი, რომ მან გადაცდომა ჩაიდინოს და ამაზე პასუხი არავინ მოსთხოვოს. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა“, -განაცხადა ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე, უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here