„დღეს ოვაციებით დაამტკიცებს „ქართული ოცნება“ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძეს, თუმცა ამ ოვაციების პარალელურად აუცილებლად მოუწევს ჩვენი ხმამაღალი პროტესტის მოსმენა“, – ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნას.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ ირაკლი შოთაძის მეორედ მოსვლა გავაპროტესტოთ, დღეს ოვაციებით დაამტკიცებს „ქართული ოცნება“ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძეს, თუმცა ამ ოვაციების პარალელურად აუცილებლად მოუწევს ჩვენი ხმამაღალი პროტესტის მოსმენა, ადამიანმა რომელმაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო რამდენიმე თვის წინ და გადადგა თანამდებობიდან, მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ დაბრუნდეს ისევ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. ეს ხომ გასაგებია, რატომაც ხდება, ის ადამიანები ვინც ყველაზე მეტად გამოუცხადებენ მონურ მორჩილებას ბიძინა ივანიშვილს, ისინი ბრუნდებიან თანამდებობებზე. ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ ექვთიმე თაყაიშვილს როგორ ადარებდა განთლების მინისტრი, აი ასეთი ხალხი სჭირდება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ყველა მის კაპრიზს და ყველა მის განკარგულებას კითხვის ნიშნის გარეშე შეასრულებს,” – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი ასევე განმარტავს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, რადგან წითელი ხაზი უკვე გადაკვეთილია, როდესაც ოპოზიცია მოლაპარაკებებზე შედის, იქიდან ბორკილებდადებულები გამოდიან. სწორედ, ამიტომ არანაირ მოლაპარაკებას არ აქვს აზრი.

„რაც შეეხება მოპლაპარაკებებზე დაბრუნებას, რომელიც დღეს თალაკვაძემ შემოგვთავაზა ოპოზიციას, რომელ მოლაპარაკებაზეა საუბარი, როდესაც ოპოზიციის ლიდერები, რომ შედიან მოლაპარაკებებზე, იქიდან ხელბორკილებდადებულები გამოდიან და ამ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ მოლაპარაკება ხელისუფლებასთან. წითელი ხაზი უკვე გადაკვეთილია მოლაპარაკებები დასრულდა. თუ სურდათ მათ მოლაპარაკებები წარმართულიყო არ უნდა აეყირავებინათ პარტია და არ უნდა გამოეცხადებინათ პოლიტიკურ ლიდერებზე ნადირობა. ჩემი რჩევა იქნება „ქართული ოცნებისთვის,“ რომ მშვიდად მოემზადონ ხელისუფლების გადაბარებისთვის, რადგან ძალიან მალე ქართველი ხალხი მათ ჩამოაშორებს ხელისუფლებას.“

„ბუნებრივია დიპლომატები ყოველთვის მოუწოდებენ ორივე მხარეს დიალოგისაკენ ეს მათი მოვალეობაა, მაგრამ ისინი იმასაც კარგად ხვდებიან თუ რა პროცესებში შეგვიყვანა ჩვენ „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი არგუმენტებიც სრულიად მისაღებია მათთვის, რადგან პოლიტიკური ნადირობის ფონზე ყველანაირი სახის მოლაპარაკება არის წარმოუდგენელი,“ – ზაალ უდუმაშვილი

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here