სულ ცოტა უკან გადავახვიოთ პოლიტიკური ცხოვრების კადრები… პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა. ეს ამბავი 23 დეკემბერს დილითვე გხადა ცნობილი, თუმცა თავად ღარიბაშვილის ოფიციალური განცხადება იგვიანებდა. დღის განმავლობაში 4-5-ჯერ გადაიდო დაანონსებული განცხადება, რომელიც ცხადია ტექნიკური მიზეზის გამო არ გადადებულა. რა მოხდა და რატომ გადაიდო პრემიერის განცხადება და რატომ არ გადაუხადა მადლობა ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილს, ისე, როგორც ამას პოლიტიკაში მოსვლის დღიდან აკეთებდა?

ბიძინა ირაკლის გადააყენებას, რომ გეგმავდა,  ეს იცოდა ირაკლიმაც. თუმცა ეს უნდა მომხდარიყო არა 23 დეკემბერს, არამედ ახალი წლის შემდეგ. ამას პრემიერის საახალწლო მისალოცი ბარათებიც ადასტურებს.

23 დეკემბერს, ვიდრე მედიაში გაჟონა ღარიბაშვილის თანამებობიდან გადაყენების ამბავმა,  ბატონი ივანიშვილი რეკავს არც მეტი, არც ნაკლები მთავრობის ადმინისტრაციის უფროს მაია ცქიტიშვილთან და მას ეუბნება, რომ ირაკლი დღეს უნდა გადადგეს და განცხადებაც დღეს გააკეთოს. ცქიტიშვილმა რა თქმა უნდა, დანაბარები მაშინვე გადასცა ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი უკვე შეთანხმებული თემის, ანუ თანამდებობიდან მისი წასვლის საკითხის ასეთ განვითრებას არ ელოდა. თანაც დაურეკეს არა მას, არამედ ადამინისტრაციის თანამშრომელს… ღარიბაშვილმა ამავე ცქიტიშვილის საშუალებით შეუთვალა ივანიშვილს, რომ გადადგებოდა მას შემდეგ, რაც მას პირიპირ შეხვდებოდა. სწორედ ამ მოლაპარაკებების გამო გადაიდო არაერთხელ დაანოსნებული ბრიფინგი…

ისე ცოტას გადავუხვევ და აქვე ვიტყვი – ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ბიძინასეული აღშფოთება, რომელიც კალაძისთვის ჩრდილოელი მეზობლისგან მისთვის გადაცემულმა დაბანარება გამოიწვია, განელებული არ იყო. ივანიშვილმა ისიც ვერ მოინელა, რომ ირაკლი არც მეტი, არც ნაკლები გივი თარგამაძისა და გიგა ბოკერია დაჭერას არ დათანხმდა. არ დასთანხმდა განა იმიტომ, რომ გივი და გიგა დიდად ეხატებოდა გულზე ან რომელიმე ნაციონალი, უარი თქვა პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო, რომ ეს სახელმწიფოს დააზიანებდა.

ივანიშვილმა ღარიბაშვილი მიიღო.  ღარიბაშვილს მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზთან ერთად თავისი შემცვლელის ვინაობა აინტერესებდა. ივანიშვილს არც დაუმალავს და უთხრა რომ ეს კალაძე იქნებოდა. ამ პასუხის შემდეგ ღარიბაშვილმა გადადგომაზე უარი განაცხადა. ის თანახმა იყო გადადგომაზე თუ პრემიერი კალაძე არ გახდებოდა.

შეთანხმება შედგა კალაძე პრემიერი არ გახდება.  რა თქმა უნდა ერევანში მყოფი კალაძე აღშფოთებულია, მაგრამ იმდენს ხვდება, რომ კარტბლანში ახლა მას აქვს და „ოცნების“ სიაში საკმაოდ ბევრ მხარდამჭერებს ჩასვამს. მერე, როგორც ჩაფიქრებული აქვს ფრაქციასაც გააკეთებს და ყველას მასთან მოუწევს ვაჭრობა.

მას შემდეგ რაც ღარიბაშვილმა ივანიშვილის რეზიდენცია დატოვა „მოქალაქესთან“ქვეყნის მთავარი „დამოუკიდებელი“ პროკურორი ირაკლი შოთაძე მივიდა.

შოთაძემ ძველ საქმეზე ახალი დავალება მიიღო – თუ ირაკლი „ცუდად მიქცევა“ ჯანყარაშვილიც უნდა დაიჭიროს და შავლიაშვილიც.

ახლა, ამ ყველაფერს მიაბით ღარიბაშვილის განცხადება და ისიც თუ რატომ არ ახსენა არც ერთხელ – „მადლობა ბატონ ბიძინას“.

„ჯი-ეიჩ-ენი“, გეგა სილაგავა

წყარო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here